ყველა პროექტის ნახვა

სერვისები


კომპანია BBD ინდუსტრიაში აქტიური მოთამაშეა 2013 წლიდან, თუმცა, კომპანიის თანამშრომლების ძირითადი ნაწილი სფეროს მოწინავე პროფესიონალები არიან, რომლებიც ამ საქმეს 2007 წლიდან ემსახურებიან. მომსახურებები მოიცავს შემდეგ სისტემებს: ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა, სახანძრო სისტემები, ელექტროობის დაბალი ძაბვა, ელექტროობის სუსტი დენები, ცივი და ცხელი წყალი, წვიმის წყლის გადაყვანა, წყლის დრენაჟი, კანალიზიცია როგორც გარე, ასევე - შიდა ქსელი. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ყველა ზემოთ აღნიშნული სისტემების სრულ სერვისს: პროექტირებას, კონსულტაციას, მასალის მიწოდებას, ინსტალაციასა და შემდგომ მოვლა-პატრონობას.ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი უპირატესობა ჩვენი გამორჩეული ექსპერტების გუნდია. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყოველ გუნდს საუკეთესო ხელსაწყოებით, შესაძლებლობებითა და ოპტიმალური სამუშაო გარემოთი, რათა ყველანაირად მზად იყვნენ ნებისმიერ პროექტის მისაღებად და შესასრულებლად.

უახლესი ტექნოლოგია

ბაზარზე საუკეთესოდ ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ საუკეთესო, გამოცდილი, კვალიფიციური პროფესიონალების რეკრუტირებას. ეს ასევე ნიშნავს უახლესი და საუკეთესო ტექნოლოგიით მათ შეიარაღებასა და აღჭურვას. მათთვის ინოვაციური სივრცის მიცემას და ამის გარანტირებულ შედეგებთან დაბალანსებას.

პროდუქტიულობა

პროდუქტიულობა და ოპტიმალურობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ჩვენი დამკვეთის ინტერესში შედის, რომ ჩვენ ვიყოთ პროდუქტიულები და მაქსიმალურად ეფექტურები. ეს ნიშნავს დროის პროდუქტიულად დახარჯვას დაგეგმარებასა და შემოწმებაში, რათა თქვენ მიიღოთ ოპტიმალური პროექტის ხანგრძლივობა, ხარისხი და ბიუჯეტი.

კომუნიკაცია

სრულყოფილი და პერმანენტული კომუნიკაცია დამკვეთებთან ჩვენი წარმატების ერთ-ერთ საკვანძო ნაწილია. ჩვენი ვალია თქვენი იდეებისა და ჩანაფიქრების ხელშესახებ, პრაქტიკულ კონსტრუქციებად ქცევა. მუშაობის ყოველ ეტაპზე უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ერთმანეთს ემთხვეოდეს მიმდინარე სამუშაო და დამკვეთის ხედვა.

პარტნიორები